ჯაზი, იტალიური კერძები და კახური ღვინო – წინანდალი ტრადიციად ქცეულ ფესტივალს წელსაც უმასპინძლებს.
12 ოქტომბრიდან კახეთში ჯაზის ცნობილი შემსრულებლები ქართველი მსმენელისთვის ჯაზის საღამოებს მოაწყობენ. მრავალფეროვანი პროგრამა ახალი ალბომების პრეზენტაციას და ძველი და თანამედროვე მუსიკის სინთეზსაც მოიცავს.
ფესტივალის ფარგლებში წინანდალს ჯაზის შემსრულებლები არაერთი ქვეყნიდან ეწვევიან, მათ შორის ცნობილი ფრანგული და იტალიური ბენდები და კოლუმბიელი ვირტუოზი.
ფესტივალი „ჯაზი და ღვინო კახეთი“ წინანდალში უკვე მერვედ იმართება.