გუდაურში Winter Jazz-ი გრძელდება. ჯაზფესტივალი სასტუმრო „კარპე დიემსა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება. წლევანდელ ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი სტუმრობს, რომლებიც მსმენელთა წინაშე ორი დღის განმავლობაში წარდგებიან. გრემისა და სხვა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელების პერფორმანსი შემდეგ, დღევანდელ დღეს უკვე ცნობილი ჰაუს-არტისტები დახურავენ.
გუდაურში მოამბის გადამღები ჯგუფი მუშაობს – კესო ქაფიანიძე პირდაპირ ეთერში.