საქართველოს ეროვნულ გალერეაში ჯარჯი და ანტონ ბალანჩივაძეების გამოფენა გაიხსნა. „დანახული ხიდთან“ – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც ჯარჯი ბალანჩივაძის 60-მდე ფერწერული ნამუშევარსა და ანტონ ბალანჩივაძის კი 40-ზე მეტ ტილოსა და ინსტალაციას აერთიანებს. ღონისძიებას კულტურის მინისტრის მოადგილე დაესწრო.