პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა წესდება. თანხა ფიზიკური პირისთვის 50 ლარით განისაზღვრა. ობიექტის მფლობელი კი, 500 ლარით დაჯარიმდება. 50-50 ლარის გახადა მოუწევს მგზავრსა და მძღოლს იმ შემთხვევაში, თუ რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაირღვევა. წესები ეხება კერძო ტაქსებსაც. დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება. შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადებულია და პარლამენტი მის განხილვას მომავალ კვირას დაიწყებს. როგორია დეპუტატების პოზიცია – თეონა მანაგაძე თემის დეტალებით.