ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და დირიჟორისადმი მიძღვნილი ნაწარმოები ხვალ მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კიდევ ერთხელ აჟღერდება.
7 მარტი ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების დღეა. მშობლებისადმი მიძღვნილ რექვიემს, რომელსაც ვახტანგ კახიძე წლების განმავლობაში ქმნიდა, თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სახელმწიფო საგუნდო კაპელა და სოლისტები შეასრულებენ.
რექვიემის პრემიერა ჯერ კიდევ 2021 წელს შედგა, მას შემდეგ ვახტანგ კახიძის ერთ-ერთმა გამორჩეულმა კომპოზიციამ არაერთი აღიარება მოიპოვა. რექვიემი მოისმინა ევროპელმა მაყურებელმაც. მშობლებისადმი მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოები ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში, ხვალ კიდევ ერთხელ აჟღერდება.