ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის პროგრამა

კანონპროექტის მიღებამდე მთავრობის მეთაური ახალი პროგრამის შესახებ საუბრობს.

ნარკოდამოკიდებულებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით უპირისპირდება. ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში სპორტული აქტივობების მაჩვენებლი მკვეთრად დაბალია. სწორედ ამ საკითხზე და ასევე შესაბამისი ინფრასტურქტურის მოწყობის მიზნით, ხელისუფლება სამოქმედო გეგმაზე მუშაობას იწყებს. პროცესში დედაქალაქის მთავრობა და კერძო სექტორიც ჩაერთვებიან.