ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა

83 წლის ასაკში ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა. სპორტსმენი, პედაგოგი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი, ასევე თბილისის საპატიო მოქალაქე, მიღებული ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი; იყო ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენოსანი და ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენის კავალერი.

სამძიმრის წერილს აქვეყნებს პრემიერ მინისტრი: „მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი ხელბურთელის, მწვრთნელისა და სპორტის მოღვაწის, ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო. ბატონმა ჯანომ არაერთი გამარჯვება მოუტანა ქართულ სპორტს, შემდეგ კი ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდას. ამავე დროს იგი გახლდათ სამაგალითო მოქალაქე მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის, ახალგაზრდებისთვის“- წერს პრემიერ-მინისტრი.