მოკრივეების შეხვედრა ოლიმპიურ კომიტეტში

საქართველოს მოკრივეთა ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ჩვენმა გუნდმა ტურნირზე სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. კონტინენტის პირველობაზე უმაღლესი სინჯის მედლების მფლობელები საქართველოდან სახილ ალახვერდოვი, არტიუშ გომციანი და გიორგი ყუშიტაშვილი გახდნენ.

ნაკრების კაპიტანი ლაშა გურული ფინალურ ორთაბრძოლაში რეიტინგის პირველ ნომერთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. დღეს ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შეხვდა და წარმატება მიულოცა.