აქონდროპლაზიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლის დამტკიცების ვადებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გუშინ გაავრცელა. აღნიშნული პროცედურები და ექსპერტების მუშაობისთვის შესაფერისი ვადების დაცვა ემსახურება ახალი მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებული რისკების გადაზღვევას და ვადებს სამინისტრო ხელოვნურად ვერ შეამცირებს. 3 ივლისს, იშვიათი დაავადებების მართვის საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელსაც მშობლებიც ესწრებოდნენ, პროტოკოლის დამტკიცებისთვის სავარაუდო ვადად 15-20 ივლისი განისაზღვრა, თუმცა შესაბამის საბჭოს განსახილველად მეტი დრო დასჭირდა. დამტკიცებისთვის გონივრულ ვადად სახელმწიფომ 24 ივლისი განსაზღვრა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პარალელურად გრძელდება მოლაპარაკებები კომპანია „ბიომარინთან“, ხელშეკრულების პირობების დაზუსტების მიზნით.