ჯანდაცვის პროგრამები ოკუპირებული ტერიტორიებისთვის

სოხუმის დაცემის და აფხაზეთის ოკუპაციის მიუხედავად, უკვე წლებია, საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონს ჯანდაცვის პროგრამებით უზრუნველყოფს. თანამშრომლობა კოვიდ-პანდემიის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა. რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მათთვის საჭირო სამედიცინო სერვისები ქვეყნის ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მიიღონ. მთავარი მიმღები ცენტრი რუხის კლინიკაა, სადაც პანდემიის დროს აფხაზეთიდან გადმოსული არაერთი დამძიმებული პაციენტი მიიღეს და განკურნეს. სამედიცინო პროგრამები აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის გადაუდებელთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიებით და აპარატურით გეგმიური მომსახურების გაწევასაც გულისხმობს.