ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში საბრძოლო მოქმედებების ჯანდაცვის სექტორზე გავლენა კატასტროფულია – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა საგანგებო საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.
ტედროს გებრეიესუსის თქმით, ღაზაში სასიკვდილო დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს. მანვე წუხილი გამოთქვა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდა.