ჯანდაცვის მინისტრმა ზესტაფონში კლინიკების ხელმძღვანელებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ისაუბრეს პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაზე, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და ინფექციური დაავადებების პრევენციაზე, ასევე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობასა და სიახლეებზე.
მინისტრმა მათ ე.წ. მოქალაქის პორტალი წარუდგინა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ჯანდაცვის პროგრამების და სერვისებით სარგებლობის შესახებ ინფორმაცია მიიღოს.