ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი უცნობია. ეკატერინე ტიკარაძის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ, ოპოზიცია „ქართული ოცნების“ შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე აქტიურად იწყებს საუბარს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი, დაპირისპირებას გამორიცხავენ. მათივე განცხადებით, ვინ ჩაიბარებს თანამდებობას, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის და მისი დანიშვნა პრემიერის პრეროგატივაა. ეკატერინე ტიკარაძემ გადაწყვეტილების შესახებ გუშინ განაცხადა. მიზეზებზე არ უსაუბრია. ის პოსტზე თვის ბოლომდე იმუშავებს. ტიკარაძე მმართველ პარტიაში რჩება და საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში განაგრძობს.