ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ თანამდებობა დატოვა. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეცვლის მას. დღესვე დილიდან პოსტი დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. დაუზუსტებელია ახალი მინისტრის ვინაობაც. პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზად სექტორში კომუნიკაციისა და მართვის პრობლემა დაასახელა. მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითით ეს დადასტურდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი მოწოდებაა მინისტრების, საჯარო დაწესებულებების, თვითმმართველობის მიმართ, რომ დარგის წარმომადგენლებთან იყოს მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ახალი ჯანდაცვის მინისტრი, ფართო კონსულტაციების საფუძველზე შეირჩევა.