ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების მედიკამენტების შემოტანას, რამაც წამლის ღირებულება მნიშვნელოვნად უნდა შეამცირებს. შეხვედრაზე მხარეებმა „კოვიდ-19“-ის მართვის მექანიზმებზეც იმსჯელეს. ზურაბ აზარაშვილმა თურქეთის ელჩს საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ფატმა ჯერენ იაზგანმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.