ჯანდაცვის მინისტრი სისხლის ბანკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც სრულად 2025 წლიდან ამოქმედდება. სხვა ცვლილებებთან ერთად, ახალი კანონმდებლობით, სისხლის დონაცია უანგარობის პრინციპს დაეფუძნება. მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სისხლის სისტემის უზრუნველყოფა და კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანაა, რისი ვალდებულებაც საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აქვს. სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია პროცესში როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორის, ისე მოქალაქეების აქტიური ჩართულობა.