ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა პატრიარქთან

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა, 369 კი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 1,55 პროცენტია. აღნიშნული სტატისტიკა ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 23 747 ტესტის ფონზე დაფიქსირდა. პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით გრძელდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და ვაქცინაციის პროცესის თაობაზე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პატრიარქს. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მოამბე