მინისტრის სტატუსით დღეს მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში პირველად მივიდა.
ყოფილ დეპუტატს მინისტრის საათის ფორმატში მოუსმინეს. პოსტზე სამი თვის წინ დანიშნულმა მინისტრმა კანონმდებლებს უწყების საქმიანობის ანგარიში ჩააბარა და მომავალი გეგმებიც გააცნო. წამლების ფასის შემცირება და ხარისხი, ადრეული დიაგნოსტიკა, სკრინინგ-პროგრამების გააქტიურება, ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა და ონკოპაციენტების დაფინანსება პრიორიტეტებად სახელდება. საუბარი შეეხო წინა მინისტრის დროს გატარებულ რეზონანსულ რეფორმებსაც. მათ შორის ე.დ. დიარჯის მოდელს, რომელშიც გარკვეული ცვლილებები დაანონსდა. მიხეილ სარჯველაძის მოსმენამ ოპოზიციის გარეშე ჩაიარა.