მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტი ჯანდაცვის მინისტრს უსმენს.
მიხეილ სარჯველაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან მისი უწყების საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა დეპუტატების კითხვების საპასუხოდ ყურადღება გაამახვილა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და განაცხადა, რომ ეს კანონი ჯანდაცვის პროგრამებზე, მათ შორის ონკოპაციენტების მკურნალობაზე არ აისახება. მინისტრის მოსმენას საპარლამენტო ოპოზიციიდან მხოლოდ ფრიდონ ინჯია ესწრება, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია.