გადაიხედება თუ არა 520-ე დადგენილება, – ეს იყო კითხვა, რომელიც პარლამენტში მისულ ჯანდაცვის მინისტრს ყველაზე ბევრჯერ დაუსვეს.
მთავრობის წევრს რეფორმის გამო კრიტიკის მოსმენაც მოუხდა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბერება პაციენტზე დანის დარტყმად შეაფასა. მინისტრმა კი ამჯერად საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვა, რომ კარდიოლოგია-რეანიმაციის მიმართულებით შეცვლილი ტარიფები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, დაფინანსების ახალი მოდელის მიზანი კი პაციენტთა ხარჯების შემცირებაა.
ეკა ტიკარაძემ პირველად ჯანდაცვაში დაგეგმილი რეფორმა და წამლების ხარისხის კონტროლის გამკაცრებაც დააანონსა.
ბოიკოტის გამო ოპოზიცია სხდომას არ დასწრებია.