ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, დევნილ ოჯახებს მოუწოდებს, ბინების განაწილების მეორე ფაზის ფარგლებში, სამინისტროს განცხადებებით მიმართონ, რათა ბინით უზრუნველყოფის თაობაზე, მათი საკითხის განხილვა მოხდეს. გიორგი წოწკოლაურის თქმით, ბინების განაწილების მეორე ფაზა 31 ოქტომბერს დასრულდება და დამატებით 270-ზე მეტი ბინა განაწილდება.
მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინიტროს ფოიეში მიმდინარე აქციას. მისი განმარტებით, ყველა ოჯახი, რომელიც ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ბინას მიიღებს.