დევნილების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

აქცია გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. დევნილები ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ. მათთან შესახვედრად სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი გიორგი წოწკოლაური მივიდა, რომელმაც კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბინების განაწილებაზე გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია იღებს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის გამოჩენას დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციის მონაწილეები სამინისტროსთან ამ დრომდე რჩებიან და მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ.