ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით, სოციალური შემწეობების მიღებას შესაბამისი პირები კიდევ ერთი თვის განმავლობაში შეძლებენ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქაღალდის პირადობებს იურიდიული ძალა დღეიდან გაუუქმდათ, ამიტომ მიხეილ სარჯველაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ამ ერთი თვის განმავლობაში აიღონ ახალი პირადობის მოწმობები, რათა მათ აგვისტოდან პრობლემები არ შეექმნათ.