ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი პირველ მოადგილესთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტთან და მედიკოსებთან ერთად, საავადმყოფოსთან დაკავშირებული ვითარება განიხილა და კლინიკაში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მედპერსონალთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო და სამომავლოდ გაგრძელდება მათთან თანამშრომლობა. მისივე თქმით, საბოლოოდ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ერთის მხრივ პაციენტების ინტერესებს, ხოლო მეორე მხრივ მედპერსონალის უფლებებს დაიცავს. შეხვედრით კმაყოფილები არიან თავად კლინიკის მედიკოსები და იმედი გამოთქვეს, რომ შეხვედრაზე დაყენებული პრობლემატური საკითხები ერთიანი ძალებით იქნება მოგვარებული. ჯანდაცვის მინისტრის რანგში მიხეილ სარჯველაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან პირველი შეხვედრა გუშინ გამართა.