საკანონმდებლო ორგანოში დღეს ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან. მიხეილ სარჯველაძე დეპუტატების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარდგება. ის ყურადღებას მისი უწყების საქმიანობაზე გაამახვილებს და სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ მიხეილ სარჯველაძე კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხებს.