ჯანდაცვის მინისტრი ამირან გამყრელიძეს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ამირან გამყრელიძეს შეხვდა. ისაუბრეს „ომიკრონ“ შტამის მიმდინარეობისა და გავრცელების საკითხებზე. ზურაბ აზარაშვილმა ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა. თანამშრომლებთან მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანდემიის მართვის პროცესში დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი უმნიშვნელოვანესია.