პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები საკანონმდებლო ორგანოდან კანაფის წარმოებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ.
კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ აღნიშნული საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენა. კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი კანაფის წარმოების წინააღმდეგია და მათი განწყობა საპრეზიდენტო არჩევნებზეც გამოიხატა.
დეპუტატების მოთხოვნის საპასუხოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ყურადღებას პროცედურულ საკითხებზე ამახვილებს.
ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ თუ მთავრობა კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილებას მიიღებს, ინიციატივა გაწვეული იქნება. ამ დროისთვის, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის განხილვის პროცედურა შეჩერებულია.