ჯანდაცვის ახალი მინისტრი

ექიმების ოჯახში გაზრდილი, ეკონომისტი, ძლიერი მენეჯერული შესაძლებლობებით, – ასე დაახასიათა წარდგენისას მთავრობის მეთაურმა ზურაბ აზარაშვილი. ამ დრომდე ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა კომერციულ სტრუქტურებში. პრემიერ-მინისტრმა დღესვე გაწეული საქმიანობისთვის ეკატერინე ტიკარაძეს მადლობა გადაუხადა.