ჯანდაცვის მინისტრი ვეტერანთა ჰოსპიტალში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი დაათვალიერა.

მიხეილ სარჯველაძეს ჰოსპიტალში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა და ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა უმასპინძლეს. ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი ბენეფიციარებს პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს. ის თანამედროვე აპარატურითა და კვალიფიციური კადრებითაა აღჭურვილი.