იზრდება თუ მცირდება ავტონომიის უფლებები - აზრთა სხვადასხვაობა აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე
აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება. მმართველი გუნდი, რომელიც ცვლილებების მთავარი ინიციატორია, ამტკიცებს, რომ ახალი რედაქციით ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებები იზრდება, თუმცა, საპირისპირო მოსაზრება აქვს ოპოზიციასა და მესამე სექტორს.
არასამთავრობოების ნაწილი იმასაც ამტკიცებს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის უფლებები, როგორც წინა, ისე ახალი კონსტიტუციის პროექტში შეზღუდულია და ხელისუფლება ქვეყნის დეცენტრალიზაციაზე უარს ამბობს.
რას ფიქრობენ ავტონომიის სტატუსზე ქვეყნის ერთადერთ ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელზეც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, მერაბ წულუკიძე გიამბობთ.