აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა 

პროპორციული სისტემით ჩატარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნები.

აჭარის კონსტიტუციაში შესატან შესაბამის ცვლილებებთან დაკავშირებით, უმაღლესმა საბჭომ მსჯელობა უკვე დაიწყო. შეიქმნება 11 კაციანი კომისია, რომელიც საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს გამოაქვენებს და დაიწყებს საყოველთაო-სახალხო განხილვებს. პროცესში აქტიურად ჩართვას აპირებს ოპოზიციაც, თუმცა ისინი საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლებას ითხოვენ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა წლის ბოლომდე  მოხერხდება.