„იყავი აქტიური საქართველოში“ - სპორტული ღონისძიება 29 აპრილს გაიმართება

“იყავი აქტიური საქართველოში” პროგრამის ფარგლებში, თემატური გარბენი გაიმართება. მონაწილეობას ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები და ტურისტები მიიღებენ.  სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გარბენის ყველა მონაწილე დასაჩუქრდება მაისურით და გადაეცემა სერთიფიკატი. გარბენი 29 აპრილს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება, შეჯიბრი 11:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია უფასოა.