„ინტერის“ აკადემიაში „ივიკოს თასის“ (მომავლის თასი) გათამაშება დაიწყო.
ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ივიკო ჭელიძის სახელობის ტურნირი მერვედ ტარდება და დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. წელს ტურნირში 2011 წელს დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობენ. მთავარი პრიზისთვის ოთხ ჯგუფში გადანაწილებული 16 გუნდი იბრძოლებს. გახსნის ცერემონიაზე მონაწილე ფეხბურთელებს ტურნირის ინიციატორმა, ფეხბურთელის ბაბუამ, ივერი ჭელიძემ მიმართა და წარმატებები უსურვა.