ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკა ვატიკანში. მოზაიკის ინაუგურაციის ოფიციალური ცერემონია დღეს გაიმართება, მანამდე კი პანოს განთავსების აღსანიშნად, აღორძინების ეპოქის სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართა. ფრესკის ავტორი ცნობილი ქართველი ფერმწერი მოზაიკოსი ამირან ბაკურაძეა. წმინდა საყდართან საქართველოს საელჩომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, ვატიკანის ტერიტორიაზე ქართული მოზაიკის განთავსების საკითხზე ინტენსიური მუშაობა 2022 წლიდან განაახლა.
ანა ბროლაძე იტალიიდან.