ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკა ვატიკანში

საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის ცერემონია ვატიკანში.

ქალაქ-სახელმწიფოს საგამოფენო სივრცეში, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილზე ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა იხსნება. ძეგლის ინაუგურაციის და კურთხევის ცერემონია ხვალ იგეგმება. ისტორიულ მოვლენას სპეციალური პროგრამით აღნიშნავენ, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. ფრესკის ავტორი ფერმწერი ამირან ბაკურაძეა.

„მოამბე“ იტალიიდან, – ანა ბროლაძე დეტალებით.