ივენთ-მენეჯერებმა და ფოტოგრაფებმა პროტესტი გამოხატეს, რატომ არ ეძლევათ რეგულაციების დაცვით მუშაობის გაგრძელების უფლება - ჯანდაცვის სამინისტრო რეგულაციების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას ეტაპობრივად, ეპიდსიტუაციის მიხედვით მიიღებს

კახეთში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული სატვირთო მანქანის მძღოლის კონტაქტები ბოლომდე მოძიებული არ არის.

როგორც ირკვევა, სომხეთიდან შემოსულ სომხეთის მოქალაქეს კორონავირუსი მეოთხედ ჩატარებული „პისიარ“-ტესტით დაუდასტურდა. მანამდე 15-მდე პირთან ჰქონდა კონტაქტი. მძღოლი ერთ-ერთია დღეს გამოვლენილი ხუთი ინფიცირებულიდან. მათ შორის შიდა გავრცელებას არცერთი უკავშირდება. ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების ფონზე იხსნება კიდევ ერთი შეზღუდვა, რაც ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების მოწყობას გულისმხობს. ისევ აკრძალული რჩება რიტუალური ღონისძიებები, რის გამოც დღეს თბილისის ინფექციურ კლინიკასთან მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.