ბათუმში ახალგაზრდა მხატვრის, ივანე კეზუას გამოფენა გაიხსნა. მხატვარმა ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინა. ბათუმის ცენტრალურ პარკში გამოიფინა პორტრეტების სერია, სადაც ადამიანების სულიერი განწყობა ჩანს. მხატვარი ბათუმის შემდეგ გამოფენების გამართვას ზუგდიდსა და ქუთაისში გეგმავს.
ბათუმში ახალგაზრდა მხატვარ ივანე კეზუას გამოფენა გაიხსნა