იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა - მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძის ინიციატივას
მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძის ინიციატივის წარდგენას. საუბარია იმ წინადადებაზე, სადაც დოლიძე ითხოვდა, რომ სასამართლოების თავმჯდომარეები წილის ყრით დაინიშნონ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ იყვნენ. თუმცა, საბჭოს მოსამართლე წევრების პოზიციაა, რომ ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ არიან და სწორედ გასაუბრების გზით ინიშნებიან.
დოლიძეს კიდევ ერთი ინიციატივა აქვს წარდგენილი, რომელიც მოსამართლეების დანიშვნისას ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებას ეხება, თუმცა, სავარაუდოდ, საბჭოს წევრები არც ამ ინიციატივას დაუჭერენ მხარს.