იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება მიიღო.
მოსამართლის მანტია რვა ადამიანმა დღეს უვადოდ მოირგო. და ეს მაშინ, როცა მმართველი გუნდის წევრთა ნაწილი მოსამართლეების უვადოდ გამწესების დროებით შეჩერებას და უკვე მომზადებული კანონპროექტის სასწრაფოდ განხილვას მოითხოვს. არგუმენტად კი სისტემის გაჯანსაღება და სფეროში ახალი სახეების გამოჩენა სახელდება. თუმცა კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობაშიც ეწინააღმდეგებიან.
დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერების ნაწილი დარწმუნებულია, რომ იუსტიციის საბჭო მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის მოსწრებას ცდილობს.
კითხვები გაჩნდა ოპოზიციაშიც.