მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე იმსჯელა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.
მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არ არის და მათი დანიშვნისას საბჭოს წევრების მოტივაცია აჩენს კითხვის ნიშნებს.
მთავარი რჩევა საბჭოს ყველა წევრის მიერ საკუთარი გადაწყვეტილების ინდივიდუალურ დასაბუთებას უკავშირდება.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფიქრობენ, რომ რეკომენდაციების ნაწილის გათვალისწინება შესაძლებელია. რაც შეეხება საია-ს ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას, რომელიც მოსამართლეეებთან გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობას ეხება, მიქაუტაძე ფიქრობს, რომ საკითხი არა საბჭოში, არამედ საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს.
ამ ეტაპზე საბჭოს მოსამართლეების შესარჩევად 43 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი აქვს გამოცხადებული. მასში 79 კანდიდატი მონაწილეობს. მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე კითხვის ნიშნები აქვთ საბჭოს არამოსამართლე წევრებსაც.