მე ქალი ვარ – აღიარე – ამ სახელწოდებით აქცია იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერი ქალების უფლებადამცველებმა და ლგბტ თემის წარმომადგენლებმა გამართეს.
აქციის მონაწილეები ტრანსგენდერი პირებისთვის პირადობის მოწმობაში შესაბამისი სქესის მითითების უფლებას ითხოვდნენ. ლგბტ თემის აქციის პარალელურად, იუსტიციის სახლთან საზოგადოების ნაწილმა კონტრაქცია გამართა.
ორი აქცია ერთმანეთის პარალელურად, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კონტრაქციიდან ტრანსგენდერი ქალების მიმართულებით კვერცხები ისროლეს. შედეგად, სამართალდამცავებმა კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე, ბავშვთა უფლებების დამცველი გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს.
მოამბის გადამღებმა ჯგუფმა ფალავანდიშვილი დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაწერა. ის აცხადებდა, რომ მსგავსი გამოსვლები მისთვის მიუღებელია.