იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, არამოსამართლე წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. დეპუტატების კითხვებს, უკვე ხუთმა კანდიდატმა უპასუხა, ამ წუთებში კი, გასაუბრების პროცესს კახა წიქარიშვილი გადის. დარჩენილია კიდევ ორი კანდიდატი, რითაც გასაუბრების პროცესი დასრულდება და საბჭოს არამოსამართლე წევრების შესარჩევად, დაიწყება პოლიტიკური კონსულტაციები. კენჭისყრა მიმდინარე კვირას რიგგარეშე სხდომაზე უნდა გაიმართოს. იმისთვის, რომ პარლამენტმა კანდიდატი დაამტკიცოს, 90 ხმა არის საჭირო.