იუსტიციის მინისტრმა დაბა ფასანაურში ორმოცდამეათე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
იუსტიციის მინისტრმა დაბა ფასანაურში ორმოცდამეათე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.
50-ე საზოგადოებრივი ცენტრის ადგილზე თვითმმართველობის ძველი შენობა და სარეაბილიტაციო ბიბლიოთეკა იყო განთავსებული, სადაც წიგნები არასათანადო პირობებში ინახებოდა.
ფასანაურის ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა მოეწყო; აქ ელექტრონულ და ახალ წიგნებთან ერთად ძველი ბიბლიოთეკის ფონდიცაა დაცული.
საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით, ფასანაურელებისა და მიმდებარე სოფლის მცხოვრებთათვის ხელმისაწვდომი გახდა არა მხოლოდ საჯარო სერვისები, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს.