იუსტიციის მინისტრის ვიზიტი სომხეთში

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, არმავირის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა. რატი ბრეგაძემ ციხის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საქართველოს მოქალაქეებს გაესაუბრა, რომლებიც სასჯელს ამ დაწესებულებაში იხდიან. არმავირის ციხეში ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი მიმდინარეობს, ახალი დამონტაჟებულია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა და ციხის მხოლოდ ერთი ნაწილია გარემონტებული. ქართული დელეგაცია სომხეთში უკვე მეორე დღეა იმყოფება. რატი ბრეგაძესთან ერთად, სომხეთში არიან მისი მოადგილეები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი.