პარლამენტში საშემოდგომო სესიის ბოლო დღეს იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ. სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში, რატი ბრეგაძე დეპუტატებს გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. ის იუსტიციის მინისტრის რანგში პარლამენტარების წინაშე პირველად წარდგება და სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მათ შეკითხვებსაც უპასუხებს.
რა თემებზე მოუწევს ბრეგაძეს ახსნა-განმარტებების გაკეთება და რა კითხვები ექნებათ მასთან კანონმდებლებს – თეონა მანაგაძე ესაუბრა დეპუტატებს და მათ განცხადებებს ის ახლა პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს.
თეონა მანაგაძე დეტალებით.