მწვავე გამოსვლები საკანონმდებლო ორგანოში.
იუსტიციის მინისტრი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სიცრუეში დაადანაშაულეს და პარლამენტის პატივისცემისკენ მოუწოდეს. ოპონენტების კრიტიკისგან თავი არც მინისტრს შეუკავებია და მათ წარსული საქმიანობა შეახსენა. შემაჯამებელ სიტყვაში თეა წულუკიანმა 6 წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებსაც გაუსვა ხაზი.
ხმაურიანი სხდომის დეტალებს თეონა მანაგაძე გაგვაცნობს.