იუსტიციის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

სიტყვიერ და ლამის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილი საპარლამენტო მოსმენა.

საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა მინისტრის საათის ფორმატში რატი ბრეგაძის გამოსვლა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ხსენებამ სხდომათა დარბაზში პოლიტიკური მღელვარება გამოიწვია. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ვითარების განსამუხტად მანდატურების ჩარევა გახდა საჭირო. არანაკლებ ხმაურიანი იყო გამოსვლის ის ნაწილებიც, როცა იუსტიციის მინისტრი ციხეებში გატარებულ რეფორმაზე საუბრობდა და პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებას წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდს ადარებდა.

იუსტიციის სახლების მშენებლობა, პენიტენციური კოდექსი, სტრასბურგში მოგებული საქმეები – უკვე ჩატარებული სამუშაოების გაცნობის შემდეგ მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნიდან რამდენიმე ინიციატივაც დააანონსა.