იუსტიციის მინისტრის განცხადება გირგვლიანის საქმეზე

იუსტიციის მინისტრი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება, შეიწყალოს დამნაშავე პირი, არის შეუზღუდავი და არ უნდა დაექვემდებაროს კონტროლს. ამის შესახებ თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის განაჩენთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას განაცხადა. წულუკიანის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულების შეწყალებაზე კონტროლი უკვე განახორციელა სტრასბურგის სასამართლომ.

ამ საკითხს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა.