საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე პირველი კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის განცხადებით, პროცესი ადასტურებს, რომ საქართველოში არის დემოკრატია და არჩევნები არ ყალბდება.
მინისტრის შეფასებით, პარტია „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს ვიდრე არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მირ დაფიქსირებული შედეგია.
წულუკიანმა მეორე ტურში გასული კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შესახებაც ისაუბრა.