თეა წულუკიანის ბრალდება ეკა გიგაურს. იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დოკუმენტებით ხელში აცხადებდნენ, რომ ეკა გიგაური, სავარაუდოდ, მონაწილეობდა მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის ხელშეწყობაში, თუმცა დღემდე სასამართლოში არ გამოცხადებულა.
მინისტრმა ეს განცხადება დანიაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი ონიანის გამოსვლის შემდეგ გააკეთა. წულუკიანის აღნიშნულ სიტყვებს, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე კრიტიკულად უპასუხა ეკა გიგაურმაც.